სამთავრობო ცვლილებები

ზარქუა ლელოზე: გუშინ სხდომაზე საერთოდ არ შემოვიდნენ, ეს დამწვარი მუსტანგის მიმდევრები

"კარენოი ნაცები" ძალიან აკადემიურები ჩანან, ძალიან ისეთები გახდნენ, გესმით, ხმის ტონალობაშიც ეტყობათ, შეძლებიათ. ეს "გახარიები" და ლელო რა დღეში არიან, მარგინალები და რადიკალები გახდნენ. რასთან გვაქვს საქმე? გუშინ [სხდომაზე] საერთოდ არ შემოვიდნენ, ეს დამწვარი მუსტანგის მიმდევრები. პრინციპში, "გახარიების" მესმის, გაიშიფრნენ, გაბრაზებულები არიან ამიტომ. 

[...] მე მივმართავ ბატონ კირკიტაძეს, ის არის ძველი და ნაღდი ნაცი, მიიღეთ თქვენს შემადგენლობაში "გახარიები", გაშიფრულები არიან, ვერ გადალახავენ და გაგიჭირდებათ მერე. ლელოს ვაცადოთ კიდევ მუსტანგით "კატაობა". 

ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციურ პარტიებს მიმართა. 

კომენტარები