ირაკლი კობახიძე

ხაბარელი კობახიძეს: პოლიტიკაც რომ სპორტივით ფასდებოდეს, რამდენიმე ოქროს მედალი გეკუთვნით

ბატონო ირაკლი მოგესალმებით, მივესალმები თქვენს გუნდს, შვიდი წლის წინ ამ ტრიბუნიდან მე ერთი განცხადება გავაკეთე და მინდა ეს განცხადება დღესაც გავიმეორო. პოლიტიკაშიც რომ იგივე შეფასება იყოს, როგორც სპორტში თქვენ დღეის მდგომარეობით რამდენიმე ოქროს მედალი გეკუთვნით. თუ გადავხედავთ თქვენ პოლიტიკურ განვლილ გზას ყველა ნაბიჯი იყო წარმატებული.

[...] ჩემი დიდი სურვილია 4 წლის შემდეგ კიდევ მივუმატოთ ის ოქროს მედლები თქვენს წარმატებებს. 

უთხრა ქართული ოცნების დეპუტატმა, შოთა ხაბარელმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პრემიერმინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძეს. 

კომენტარები