სამთავრობო ცვლილებები

კობახიძე: პროგრამაში ძლიერი ქართული ოჯახის იდეას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა

ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა დემოგრაფიაა. წინა ხელისუფლების პირობებში, საქართველოს მოსახლეობა 226 500 ადამიანით შემცირდა. 2014 წლიდან ჩვენ შევძელით მოსახლეობის კლების ტენდენციის შეჩერება და მას შემდეგ, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 19 500 ადამიანით გაიზარდა, რაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოღების პირობებში მნიშვნელოვან მიღწევად უნდა ჩაითვალოს.

თუმცა დემოგრაფიული ტენდენციები მაინც საგანგაშოა. ამიტომ, 2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამაში ძლიერი ქართული ოჯახის იდეას, ოჯახების მხარდაჭერას, შობადობის ზრდას, ახალგაზრდების სტიმულირებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

თქვა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 

კომენტარები