აშშ

აშშ-ს კონგრესში ჩავარდა კანონპროექტი, რომელიც ისრაელის ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებდა

AP Photo/J. Scott Applewhite

აშშ-ს კონგრესი საჭირო რაოდენობის ხმები ვერ მოიპოვა კანონპროექტმა, რომელიც ისრაელისთვის ფინანსური დახმარების პაკეტის გამოყოფას ითვალისწინებდა. კანონპროექტი გულისხმობდა ისრაელისთვის 17,6 მილიარდი დოლარის ოდენობით ფინანსური დახმარების გამოყოფას. კანონპროექტს მისაღებად კონგრესმენების 2/3-ის მხარდაჭერა სჭირდებოდა. აღნიშნული კანონპროექტი იყო მცდელობა, რომ ისრაელის დახმარების საკითხი უკრაინის და მექსიკა-აშშ-ს საზღვრის კონტროლის თემებიდან გამოცალკევებულიყო. 

საბოლოო კენჭისყრისას კანონპროექტს მხარს უჭერდა 250 ადამიანი, ხოლო მოწინააღმდეგე იყო 180. რამდენიმე კანონმდებელმა თქვა, რომ ისინი ისრაელის დასახმარებლად ალტერნატიული გზების ძებნას აპირებენ, მათ შორის აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის დაფინანსებას. 

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მაიკ ჯონსონის თქმით, ისინი დაუკავშირდებიან იმ დემოკრატ კონგრესმენებს, ვინც ხმა კანონპროექტის წინააღმდეგ მისცეს და მათთან მოლაპარაკებებს დაიწყებენ. 


რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტმა ბაიდენმა აშშ-ს კონგრესს ისრაელისა და უკრაინის დახმარებისთვის, ასევე სასაზღვრო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით $106 მილიარდის გამოყოფა მოსთხოვა. თუმცა, მაიკ ჯონსონის გადაწყვეტილებით, უკრაინისა და ისრაელის სამხედრო დახმარების საკითხები ცალ-ცალკე უნდა იყოს განხილული. მას შემდეგ, უკრაინისადმი დახმარების საკითხი ჩიხში რჩება, ხოლო ჯონსონმა ისრაელისთვის $14.6 მილიარდის სამხედრო დახმარება ცალკე მიიღო.

აშშ-ს სენატს სურს, უკრაინისა და ისრაელის სამხედრო დახმარება, ასევე ამერიკა-მექსიკის საზღვარზე უსაფრთხოების ზომების გასაუმჯობესებლად დაფინანსება, ერთიანად მიიღოს. თუმცა, მაიკ ჯონსონის თქმით, სენატის კანონპროექტს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში მხარდაჭერა არ ექნება, ვინაიდან იგი საკმარისი არ არის აშშ-ს სამხრეთ საზღვარზე არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად.

კომენტარები