არჩევნები 2024

ბოკუჩავა: ზურაბიშვილთან კომუნიკაციაში ფუნდამენტური საკითხი სააკაშვილის შეწყალებაა

ჩვენ განვაცხადეთ, რომ შევუერთდებით ამ ინიციატივას, რადგან ჩვენთვის უმთავრესი ეროვნული ამოცანა დღეს არის ხელისუფლების ცვლილება და მიგვაჩნია, რომ ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთო ოპოზიციური კონსოლიდაცია, კონსოლიდაცია საზოგადოებაში. 

რამდენიმე პარტია უკვე მიწვეულია პრეზიდენტ ზურაბიშვილთან კონსულტაციებზე. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ჩვენც გვექნება შესაძლებლობა.

ყველა კომუნიკაცია, იქნება ეს საჯარო თუ არასაჯარო, რა თქმა უნდა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საკითხი პრეზიდენტ ზურაბიშვილთან მიმართებაში არის პრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალების საკითხი. 

თქვა ენმ-ს დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრასთან დაკავშირებით. 

6 თებერვალს პრეზიდენტმა თქვა, რომ არსებულ ვითარებაში ქვეყანას მომავლის დანახვა და ერთობა სჭირდება, რის გამოც, ის გამოდის ინიციატივით, შეიქმნას "მომავლის ქარტია" სახელწოდებით "ერთობის პლატფორმა ევროპისთვის".

პრეზიდენტის თქმით, მას სურს, ამ პროცესში აქტიურად ჩაერთოს, ყველა პოლიტიკურ აქტორსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს შეხვდეს და ევროპულ პრიორიტეტებზე ერთობლივი დოკუმენტი შეიქმნას.

კომენტარები