არჩევნები 2024

ჯაფარიძე: დღევანდელი შეხვედრა პრეზიდენტთან მის ინიციატივას ეხება პროევროპულ გაერთიანებაზე

ლელო საქართველოსთვის • Lelo For Georgia / Facebook

ლელოს ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე პრეზიდენტის რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე მივიდა. მისი თქმით, შეხვედრა პრეზიდენტის მიერ გუშინ გაჟღერებულ ინიციატივას ეხება, რომელიც გულისხმობს პროევროპული, ე.ი. პროქართული ძალების გაერთიანებას ერთიანი მიზნის ირგვლივ.

"მე ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრა ეხება პრეზიდენტის მიერ გუშინ გაჟღერებულ ინციატივას, რომელიც გულისხმობს პროევროპული, ე.ი. პროქართული ძალების გაერთიანებას ერთიანი მიზნის ირგვლივ. იგულისხმება ქარტია, რომელიც განაცხადებს ცალსახად, რომ ქვეყნის პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრირება და ეს არის მთავარი ამოცანა ახლა პოლიტიკური დღის წესრიგის. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც მოუწოდებს სწორედ გაერთიანებისკენ, განსხვავებით მმართველი ძალისგან, რომელიც პირიქით, მაქსიმალურად ცდილობს, რომ გახლიჩოს საზოგადოება, ამიტომ მმართველი ძალის, პრორუსული ძალის ძალისხმევას, გახლიჩოს საზოგადოება, ჩვენ დავუპირისპირებთ პირიქით ჩვენს ძალისხმევას, რომ გავაერთიანოთ საზოგადოება ამ ისტორიულ მომენტში იმისთვის, რომ ქვეყანამ შეძლოს ძალიან სწრაფად იაროს წინ" - ამბობს ბადრი ჯაფარიძე. 

გუშინ, 6 თებერვალს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას აღნიშნა, რომ არსებულ ვითარებაში ქვეყანას სჭირდება მომავლის დანახვა და ერთობა, რის გამოც პრეზიდენტი გამოდის ინიციატივით, შეიქმნას "მომავლის ქარტია" სახელწოდებით "ერთობის პლატფორმა ევროპისთვის". 

პრეზიდენტის თქმით, მას სურს აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში და შეხვდეს ყველა პოლიტიკურ აქტორსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. 

კომენტარები