იაპონია

უკრაინელმა მის იაპონიამ, რომელიც დაოჯახებულ კაცთან ურთიერთობაში ამხილეს, ტიტულზე უარი თქვა

2024 წლის მის იაპონიის ტიტულის ყოფილი მფლობელი კაროლინა შიინო
Instagram

წარმოშობით უკრაინელმა მის იაპონიამ, კაროლინა შიინომ, რომელიც ცოლიან კაცთან ურთიერთობაში ამხილეს, ტიტულზე უარი თქვა

შიინოს კაცთან ურთიერთობა არასდროს დაუმალავს, ყოფილი მის იაპონიის განმარტებით, მან არ იცოდა, რომ მის მეგობარ კაცს ცოლი ჰყავს. 

სამოდელო სააგენტოს თქმით, შიინო კაცთან ურთიერთობას სიმართლის გაგების შემდეგაც აგრძელებდა. 

კონკურსის ორგანიზატორების მტკიცებით, მოდელმა ტიტულზე უარი საკუთარი ნებით თქვა. მის იაპონიის წოდება მომავალ წლამდე ვაკანტური რჩება.

შიინო ტერნოპოლის ოლქში დაიბადა, მაგრამ უკრაინა დედასთან ერთად 5 წლის ასაკში დატოვა. სილამაზის კონკურსში გამარჯვების შემდეგ იაპონიის სოციალურ ქსელებში არაერთმა ადამიანმა გამოხატა უკმაყოფილება, რომ მის იაპონიის ტიტული ევროპული გარეგნობის ქალმა მოიპოვა.

კომენტარები