სამხრეთ კორეა-საუდის არაბეთი

სამხრეთ კორეა და საუდის არაბეთი თავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

AFP

სამხრეთ კორეის და საუდის არაბეთის წარმომადგენლებმა თავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს. სამხრეთ კორეის მხარის ცნობით, მათ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში შეიარაღებით ვაჭრობის მასშტაბის გაზრდა სურთ. 

შეთანხმებას ხელი სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრის, შინ ვონ-სიკის რიადში ვიზიტისას მოეწერა. 

ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით, შეიქმნება სამხრეთ კორეის და საუდის არაბეთის ერთობლივი კომიტეტი, რომელიც შექმნის სამუშაო ჯგუფს. აღნიშნული სამუშაო ჯგუფი ჩამოაყალიბებს შეიარაღების სისტემების კვლევის და განვითარების თანამშრომლობის გეგმას.

სამხრეთ კორეის მიზანია ახლო აღმოსავლეთის რეგიონში და მსოფლიოში იარაღის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი გახდეს. 2021 წლიდან 2022 წლამდე სამხრეთ კორეის იარაღის ექსპორტის მთლიანი ღირებულება 7.5 მილიარდი აშშ დოლარიდან 17 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. 

"სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოები ეძებენ გზებს თავდაცვის რესურსების და პარტნიორობის დივერსიფიცირებისთვის მათი ტრადიციული დასავლური მიმწოდებლების მიღმა" - ნათქვამია სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის (IISS) ანგარიშში. 

კომენტარები