TV ფორმულა

ხაბეიშვილისა და სხვა პოლიტ-ძელეცებისთვის ხომ აქვთ სარჩო - ბუღაძე ფორმულას განცხადებაზე

ლაშა ბუღაძე

ტელეკომპანია ფორმულაზე გადაცემა დაკარგული დროს ერთ-ერთი წამყვანი და მწერალი, ლაშა ბუღაძე ტელეკომპანიის განცხადებას ეხმაურება, სადაც გასართობი სეგმენტის შეზღუდვასა და საშტატო ოპტიმიზაციაზე წერენ და მას "უპასუხისმგებლო განმარტებას" უწოდებს.

"სრულიად უპასუხისმგებლო განმარტებაა. მავანი ხაბეიშვილისთვის და სხვა პოლიტ-ძელეცებისთვის ხომ აქვთ სარჩო და ხალხს, ვინც იბრძოლა და რუსთავი-2 ში არ დარჩა ან სხვა პროპ-მედიებს არ მიეყიდა, თურმე დელიკატურად ებოდიშებიან... არჩევნებია წინო". - წერს ბუღაძე.

ფორმულამ 31 იანვარს განცხადება გამოაქვეყნა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია "თებერვლისა და მარტის განმავლობაში ფორმატს შეიცვლის და მიმდინარე სატელევიზიო სეზონზე მთლიანად გახდება საინფორმაციო-ანალიტიკური შინაარსის". მათივე ინფორმაციით, რეორგანიზაციის მიზეზი ფინანსური საკითხები და ქვეყანაში მედიის მიმართ მოქმედი რეგულაციებია. 

კომენტარები