შინაგან საქმეთა სამინისტრომ "შაბათის ფორმულასთან“ 3-წლიანი დავა წააგო - ინფორმაციას ტელეკომპანია ფორმულა ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, საქმე ეხებოდა სიუჟეტების ციკლს, რომელიც პოლიციას პროსტიტუციის ბიზნესში მონაწილეობაში ამხელდა. კერძოდ, ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ კომენდანტის საათის დროს პოლიცია გოგოებს გამოძახებით ესკორტად ემსახურებოდა და ამაში სოლიდურ გასამრჯელოს იღებდა
როგორც ფორმულას გავრცელებულ ინფრომაციაში ვკითხულობთ, სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ შსს-მ "შაბათის ფორმულას“ პოლიციელის, გ.ღ-ს სახელით სასამართლოში უჩივლა.
მათივე ცნობით, განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, სოსო ღურწკაიამ გამოიტანა





