ლელო

პაპუაშვილი ლელოზე: ჩიხუახუას სინდრომი აქვთ – დიდ გულზე არიან

ლელო ქართულ პოლიტიკაში საინტერესო მოვლენაა. მათი ერთადერთი პოლიტიკური მიღწევა ისაა, რომ 2020 წლის არჩევნებში 3% მიიღეს, ერთ წელიწადში კი ის შეძლეს, რომ 2%-მდე ჩამოვიდნენ. ამის შემდეგ, რატომღაც, სულ დიდ გულზე არიან და ჰგონიათ, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი მათ უნდა განსაზღვრონ.

არსებობს ჩიხუახუას სინდრომი - ჩიხუახუა ზომით პატარა ძაღლია, მაგრამ დიდი გული აქვს იმ მხრივ, რომ თავის ზომაზე გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს და სხვა ზომის ცხოველებს შეებრძოლება ხოლმე. საკუთარ წონასა და ზომას ადეკვატურად ვერ აფასებს. ვფიქრობ, დღეს პარტია ლელო ამ სინდრომით არის წარმოდგენილი.

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. ლელო 29 იანვარს, პარლამენტში, ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით გამართულ პირველ სამუშაო შეხვედრას არ დაესწრო. პარტიაში ამბობენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მათ ამ პუნქტების 1 წელში შესასრულებლად საკუთარი გეგმა აქვთ.

კომენტარები