შემოსავლების სამსახური

რუსეთიდან შემოსულ კარტოფილში მავნე ორგანიზმები აღმოჩნდა, საზღვრიდან გავაბრუნეთ - RS

wikimedia.org

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს. საბაჟო გამშვებ პუნქტში ყაზბეგი, რუსეთიდან მომავალი სასურსათო კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეაჩერეს.

"სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზით, 20.91 ტონა კარტოფილში საკარანტინო მავნე ორგანიზმების არსებობა დადასტურდა. მთავრობის დადგენილების შესაბამისად, საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა" - აცხადებს შემოსავლების სამსახური.

კომენტარები