Neuralink

მასკი: Neuralink-მა ადამიანის ტვინში ჩიპის იმპლანტირების პირველი ოპერაცია ჩაატარა

Dado Ruvić/Reuters

ილონ მასკის თქმით, მისმა კომპანია Neuralink-მა ადამიანის ტვინში ჩიპის იმპლანტირების პირველი ოპერაცია განახორციელა. მისი თქმით, პაციენტი კარგად იმყოფება და პოსტ-ოპერაციულ პერიოდს გადის. ოპერაცია ადამიანის ტვინზე "ქირურგმა რობოტმა" ჩაატარა. 

კომპანია Neuralink-ს მსგავსი ოპერაციების ჩატარების ნებართვა ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) 2023 წელს მისცა. 

"პირველმა შედეგებმა იმედისმომცემი ნეირონული აქტივობა აჩვენა" - თქვა ილონ მასკმა. 

Neuralink-ის მკვლევრები პაციენტის ტვინში არსებული ჩიპის აქტივობას დააკვირდებიან და შეაფასებენ მის უსაფრთხოებას. სტარტაპის მთავარი მიზანი ისეთი პაციენტების დახმარებაა, რომლებსაც სენსო-მოტორული დარღვევები და სხეულის პარალიზება აწუხებთ. 

კომენტარები