Neuralink

ილონ მასკს ჰყავს მაიმუნი, რომელიც გონებით ვიდეო თამაშებს აკონტროლებს

ფოტო: geeky.news

ილონ მასკის კომპანია Neuralink-ის ლარბორატორიაში ჰყავთ მაიმუნი, რომელიც ფიზიკური შეხების გარეშე, გონების ძალით, აკონტროლებს ვიდეოთამაშებს. ამის საშუალებას კი Neuralink-ის ინოვაციური ტექნოლოგია, ნეირონული ინტერფეისი, იძლევა.

მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, Tesla-ს, SpaceX-ისა და Neuralink-ის აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის თქმით, Neuralink-ის მეცნიერები მუშაობენ ახალ ტექნოლოგიაზე, რომელიც ტვინსა და კომპიუტერს ერთმანეთთან აკავშირებს.
ექსპერიმენტები წარმატებით მიმდინარეობს და Neuralink-ის ლაბორატორიაში ჰყავთ მაიმუნი, რომელიც წარმატებით იყენებს ამ ტექნოლოგიას.

“ჩვენ უკვე გვყავს მაიმუნი, რომელსაც თავის ქალაში უსადენო იმპლანტი აქვს ინტეგრირებული, და მას ვიდეოთამაშების გაკონტროლება გონებით შეუძლია“. – ამბობს მასკი Clubhouse-ის ეთერში.

მასკის თქმით, მაიმუნი შესანიშნავად გამოიყურება და თავს კარგად გრძნობს. ადგილი, სადაც იმპლანტი აქვს ჩამონტაჟებული, თითქმის არ ჩანს.

კომპანია Neuralink 2016 წელს დაარსდა და ის ამბიციური მიზნებს ისახავს. მასკის თქმით, ინოვაციური ტექნოლოგიის საშუალებით შესაძლებელი იქნება ადამიანისა და კომპიუტერის ერთმანეთთან დაკავშირება და ერთგვარი “სიმბიოზის“ შექმნა.

მოკლევადიან პერსპექტივაში, კომპანია მიზნად ისახავს ისეთი ტექნოლოგიის შექმნას, რომელიც დაეხმარება დემენციით, ზურგის ტვინის დაზიანებებითა და ალცჰაიმერით დაავადებულ ადამიანებს.

მასკის თქმით, Neuralink-ის იმპლანტი ჩაანაცვლებს თავის ტვინსა და ზურგის ტვინს შორის დაზიანებულ კავშირებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონდე პირებს გადაადგილების საშუალებას მისცემს.

კომენტარები