Neuralink

ილონ მასკის მაიმუნი გონებით ვიდეოთამაშებს აკონტროლებს [VIDEO]

ილონ მასკის კომპანია Neuralink-ის ლაბორატორიაში ჰყავთ მაიმუნი, რომელიც ფიზიკური შეხების გარეშე, გონების ძალით, ვიდეოთამაშებს თამაშობს

მაკაკა პეიჯერს ამის საშუალებას Neuralink-ის ინოვაციური ტექნოლოგია, ნეირონული ინტერფეისი აძლევს, რომელიც ტვინსა და კომპიუტერს ერთმანეთთან აკავშირებს. 

ვიდეოში ჩანს მაიმუნი, რომელიც ხელებით ჯოისტიკს აკონტროლებს, თუმცა ეს ჯოისტიკი ჩართული არ არის და ის მაიმუნს მხოლოდ კოორდინაციაში ეხმარება. 

მეცნიერების თქმით, თამაშის გასაკონტროლებლად მაიმუნი გონებას იყენებს, ნეირონული ინტერფეისი კი მის ფიქრებს კომპიუტერთან აკავშირებს.

კომპანია Neuralink 2016 წელს დაარსდა და ის ამბიციურ მიზნებს ისახავს. მასკის თქმით, ინოვაციური ტექნოლოგიის საშუალებით შესაძლებელი იქნება ადამიანისა და კომპიუტერის ერთმანეთთან დაკავშირება და ერთგვარი “სიმბიოზის“ შექმნა.

მოკლევადიან პერსპექტივაში, კომპანია მიზნად ისახავს ისეთი ტექნოლოგიის შექმნას, რომელიც დაეხმარება დემენციით, ზურგის ტვინის დაზიანებებითა და ალცჰაიმერით დაავადებულ ადამიანებს.

მასკის თქმით, Neuralink-ის იმპლანტი ჩაანაცვლებს თავის ტვინსა და ზურგის ტვინს შორის დაზიანებულ კავშირებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონდე პირებს გადაადგილების საშუალებას მისცემს.

კომენტარები