სამთავრობო ცვლილებები

სიჭინავა: იმედია, მთავრობის სხდომას არ წაიყვანს ერთ დღეს გავრილოვი, ამისთვის უნდა ვილოცოთ

ვხედავდით და ვიცით ბოლოს კონსტიტუციურ მაღალ თანამდებობაზე ყოფნისას რა უსაფრთხოების რისკები შეუქმნა ამ ქვეყანას ირაკლი კობახიძემ გავრილოვის ჩამოყვანით და საკუთარ სავარძელში ჩასმით, მე იმედი მაქვს, მთავრობის სხდომას არ წაიყვანს ერთ დღეს სერგეი გავრილოვი და ამისთვის უნდა ვილოცოთ მთელმა ქვეყანამ.

გიორგი გახარიას პარტიის - საქართველოსთვის წევრი ბერდია სიჭინავა TV პირველის ეთერში სამთავრობო ცვლილებაზე.

29 იანვარს ირაკლი ღარიბაშვილი მეორედ გადადგა. ქართული ოცნების ლიდერების ინფორმაციით, ახალ პრემიერად ირაკლი კობახიძე განიხილება.

კომენტარები