არჩევნები 2024

ვაშაძე: ღმერთმა გვიბოძა საოცარი ლოკაცია, ხელი თუ არ გავანძრიეთ, წინ ვერ წავალთ

როცა წელს არჩევნებზე მივა ადამიანი, საქართველოს მოქალაქე, მან თავის თავს უნდა დაუსვას კითხვა - ვის აძლევს ხმას, ვისაც შეუძლია სამუშაო ადგილების შექმნა თუ ვისაც არ შეუქმნია სამუშაო ადგილები და არაფერი გაუკეთებია? ვის აძლევს ხმას, ვინც მტრობაშია ამერიკელ და ევროპელ ინვესტორებთან და უნდა, რომ გააქციოს ქვეყნიდან თუ იმ ადამიანებს, ვისაც დიდი კონტაქტები აქვს?

ძალიან დიდი, მართლა, მართლა, რავიცი, საოცარი კონტაქტები გვაქვს, შესაძლებლობები გვაქვს და მე მინდა, რომ ჩემი ქვეყნისთვის დავიხარჯო ჩვენს გუნდთან ერთად და მოვიტანო ეს შესაძლებლობა საქართველოში, მჯერა ამის, იმიტომ, რომ ჩვენ რეგიონშიც ძალიან კარგი მდებარეობა გვაქვს, ღმერთმა გვიბოძა საოცარი ლოკაცია, თუ ჩვენ ხელი არ გავანძრიეთ, ჩვენ წინ ვერ წავალთ, ვერ განვვითარდებით.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გამარჯვების კოალიციის წევრი გიორგი ვაშაძე TV პირველის ეთერში ჩართვისას.

კომენტარები