გენოციდის საქმე ისრაელის წინააღმდეგ

ჰააგის სასამართლო: ისრაელმა უნდა უზრუნველყოს, რომ ღაზაში გენოციდი არ მოხდეს

unconfirmedbreakingnews.com

ჰააგის სასამართლო ისრაელის წინააღმდეგ გენოციდის საქმეზე მსჯელობს. გაეროს საერთაშორისო სასამართლოს განცხადებით, ისრაელმა უნდა უზრუნველყოს, რომ ღაზის სექტორში გენოციდი არ მოხდეს

სასამართლოს მტკიცებით, ისრაელმა უნდა მიაწოდოს ღაზის მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება და საბაზისო საჭიროებები. ასევე, ისრაელის ძალებმა ყველაფერი უნდა გააკეთოს პალესტინელი ხალხისთვის ფიზიკური და მენტალური ზიანის მინიმიზებისთვის. 

ასევე, სასამართლომ ისრაელი დაავალდებულა ერთი თვის ვადაში სამხრეთ აფრიკის წარმომადგენლებს მიაწოდონ ანგარიში ღაზის სექტორში ისრაელის ქმედებების შესახებ. 

11 იანვარს ჰააგის სასამართლოში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საჩივრის განხილვა დაიწყო, რომელიც ისრაელს გენოციდში ადანაშაულებს. 

კომენტარები