რეკლამა

(რ) საქართველოში All Star-ის საკალათბურთო შეხვედრები იმართება, ფედერაციის მხარდამჭერია BOG-ი

კალათბურთის ფედერაციის ინიციატივით, ქართული კალათბურთის პოპულარიზაციის მიზნით საკალათბურთო სუპერლიგის შეხვედრების სერია - All Star-ი გაიმართება. კალათბურთის ფედერაციის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.

All Star-ის ფარგლებში, საკალათბურთო მატჩებში მონაწილეობას სუპერლიგის მოთამაშეები მიიღებენ. მათი შერჩევა კი ხმის მიცემის მეთოდით მიმდინარეობს. გულშემატკივარს შესაძლებლობა აქვს, თითო გუნდიდან ორ-ორი უკანახაზელი, ორ-ორი ფორვარდი და ერთი ცენტრალური მოთამაშე შეარჩიოს. 

ხმის მისაცემად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს. 

All Star-ის ფარგლებში ჩატარდება ჩატენვების, სამ-ქულიანების კონკურსი და All Star-ის თამაში. 

საკალათბურთო მატჩები 28 იანვარს, თბილისი არენაში გაიმართება. 

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია. 

კომენტარები