ბიძინა ივანიშვილი

Bloomberg-ის ინდექსის მიხედვით, ივანიშვილის ქონება ბოლო 1 წელში $25 მილიონით გაიზარდა

ბიძინა ივანიშვილი, 2013 წლის 5 თებერვალი.
ალექსანდრე იმედაშვილი / РИА

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, ბოლო ერთ წელში საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის ქონება 25 მილიონი დოლარით გაიზარდა.

ამავე ინდექსზე დაყრდნობით, 2024 წლის 25 იანვრისთვის ბიძინა ივანიშვილის ქონება 6.62 მილიარდი დოლარია.

Bloomberg-ის ინდექსში რანკირებულია მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანი. ჩამონათვალში ივანიშვილი 382-ე ადგილზეა. 

ინდექსში ასევე ნათქვამია, რომ ქონების უდიდესი ნაწილი - $5.58 მილიარდი ივანიშვილს ფულადი სახით აქვს, დანარჩენი კი მის უძრავ ქონებასა და ხელოვნების კოლექციას მოიცავს. Bloomberg-ის ცნობით, ბიძინა ივანიშვილის უძრავი ქონება $45 მილიონს შეადგენს, ხოლო ხელოვნების კოლექცია $1 მილიარდს. როგორც აღნიშნულია, ინფორმაცია, ხელოვნების კოლექციის ღირებულებასთან დაკავშირებით, ეკუთვნის ივანიშვილთან დაკავშირებულ პირს, რომელსაც ანონიმურად დარჩენა სურს, რადგან კოლექცია პირადული, არასაჯარო სახისაა.

კომენტარები