ქარელის მუნიციპალიტეტი

აფნისში მუდმივად ცხოვრობს 11 ოჯახი, მათ შორის 4 ბავშვი – ქარელის მერია ატრაქციონებზე

მთავარი არხი

ქარელის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ აფნისში საბავშვო ატრაქციონების დადგმის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. მერიის თანახმად, სოფელში მუდმივად არა 7, არამედ 11 ოჯახი ცხოვრობს, რომლებშიც ბავშვებიც შედიან. 

"აღნიშნულ სოფელში მუდმივად ცხოვრობს 11 ოჯახი, აქედან 4 ბავშვია, ხოლო ზაფხულის პერიოდში იმატებს სეზონური მაცხოვრებელი". - წერს ქარელის მუნიციპალიტეტის მერია. 

ამასთან, მერიის თქმით, ატრაქციონების დადგმა მოსახლეობასთან შეხვედრისა და მათი სურვილის საფუძველზე გადაწყვიტეს.

"სოფელ აფნისში სკვერი და საბავშვო ატრაქციონები მოეწყო "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში,მოსახლეობასთან შეხვედრისა და მათი გადაწყვეტილების საფუძველზე,რაც დასტურდება სოფლის კრების ოქმით და ადგილობრივი მოსახლეობის ხელმოწერით". - წერს მერია. 

"ამ სოფელში ბავშვები არ არიან და ატრაქციონების დადგმას რა აზრი ჰქონდა, ჩემთვის გაუგებარია. ამბობენ, რომ ხელი მოსახლეობამ მოაწერა. შემიძლია, ვიკითხო, ვინ მოაწერა ხელი და მათ ბავშვები ჰყავთ თუ არა. გეუბნებით, რომ სოფელში ბავშვები საერთოდ არ არიან". - ამბობს აფნისის ერთ-ერთი მცხოვრები მთავარ არხთან საუბრისას.

კომენტარები