რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დივერსიისგან დასაცავადაა – რუსი დიპლომატი ზაპოროჟიეს ატომური სადგურის დანაღმვაზე

ვენაში, საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენელი, მიხაილ ულიანოვი
© РИА Новости / Александр Натрускин

ვენაში, საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენელი, მიხაილ ულიანოვი ირწმუნება, რომ ნაღმები, რომლებიც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შენიშნა, ობიექტის დასაცავად სჭირდებათ.

"არაფერი განსაკუთრებული განთავსებულ ნაღმებში არაა. ეს არის სადგურის თავდასხმებისგან და დივერსიებისგან დაცვის ნორმალური საშუალება. ნაღმები განთავსებულია სადგურის შიდა და გარე ღობეებს შორის. ეს დახურული, ბუფერული ზონაა. სადგურის თანამშრომლები აქ არ შედიან. ნაღმები საფრთხეს წარმოადგენენ მხოლოდ ვირთხებისთვის, ჩიტებისთვისა და დივერსანტებისთვის". - თქვა ულიანოვმა.

პირველად ნაღმები ზაპოროჟიეს სადგურზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ გასული წლის ზაფხულში შენიშნა, რასაც ხაზი ულიანოვმაც გაუსვა. ნაღმები ობიექტზე კვლავ შეინიშნება.

"ნოემბერში ავიღეთ. ახლა ხელახლა გამოჩნდნენ. ანუ ასეა საჭირო, არაფერი სენსაციური არაა". - ირწმუნება ულიანოვი.

გასულ წელს უკრაინაში არსებობდა შიშები, რომ რუსეთს ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე შესაძლოა აფეთქება მოეწყო.

კომენტარები