რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები აღმოვაჩინეთ – IAEA

Alexander Ermochenko/Reuters

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) თქმით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის პერიფერიაზე ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსიმ ისაუბრა.

23 ივლისს სააგენტოს გუნდმა ტერიტორიაზე ვიზიტის დროს რამდენიმე ნაღმი დაინახა, რომელიც უბნის შიდა და გარე პერიმეტრულ ბარიერებს შორის ბუფერულ ზონაში მდებარეობდა. 

ექსპერტების თქმით, ნაღმები განლაგებული იყო აკრძალულ ზონაში, სადაც ელექტროსადგურის პერსონალს წვდომა არ აქვს.

"ჩვენს გუნდს უთხრეს, რომ ეს არის სამხედრო გადაწყვეტილება იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აკონტროლებენ რუსი სამხედროები." - თქვა გროსიმ.

IAEA-ს ექსპერტების თქმით,  ივნისის დასაწყისში კახოვკას კაშხლის განადგურების და ქარხნის მახლობლად უზარმაზარი წყალსაცავის ამოწურვის შემდეგ ისინი ზრუნავენ წყლის ხელმისაწვდომობასა და სხვა არსებითი ბირთვული უსაფრთხოებისა ფუნქციებთან დაკავშირებით. სააგენტოს თქმით, ხელმისაწვდომი წყლის მიწოდება რჩება შედარებით სტაბილური, წყლის დონე მცირდება დაახლოებით 1 სანტიმეტრით დღეში გამოყენებისა და აორთქლების გამო. ადგილზე მომდევნო რამდენიმე თვე საკმარისი წყალი იქნება.

კომენტარები