პატრიოტთა ალიანსი

თარხან-მოურავი: გავაფრენ, მორიგი ტყუილები, მე ეგეთი თმა და ცხვირი მაქვს?

მე დავაკვირდი ხატზე გამოსახულ მანდილოსანს. ირმა ინაშვილს შავი თმა აქვს, ამ მანდილოსანს ყავისფერი, უფრო წითური ყავისფერი. ეხლა თვალები, სახის მოხაზულობა, ცხვირი, ნუ არ ვიცი, მე მგონი, სრულიად ნათელია, რომ ეს არ არის ირმა ინაშვილი, მაგრამ, ნუ, ვერანაირად ვერ მიამსგავსებ იქ გამოხატულ მანდილოსანს ირმა ინაშვილს, ვერც თვალებით, ვერც ცხვირით, ვერც სახით, ვერც თმით, მაგრამ, თუ გსურთ, რომ რაღაც გამოიგონოთ, ყველაფრის გამოყენება შეგიძლიათ.

მორიგი რაღაცა ტყუილები, რა, გავაფრენ, ამდენი ტყუილის ატანა რამდენად შემიძლია. [...]

როდის დაიწერა ეს ხატი? 2018 წელს და მე თმები არა მაქვს უკვე 10 წელიწადია, 10 წელიწადია, მელოტი ვარ. რაღაცა შედარების უნარი ხომ არსებობს და მე ეგეთი თმა მაქვს? ან ესეთი ჩაზნექილი ცხვირი მაქვს?

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი დავით თარხან-მოურავი ტვ პირველთან საუბრისას უარყოფს, რომ მატრონა მოსკოველის ხატზე ის და ირმა ინაშვილიც არიან გამოსახულები.

კომენტარები