ჰუსიტების თავდასხმები წითელ ზღვაში

ჰუსიტებმა პირობა დადეს, რომ წითელ ზღვაში რუსულ და ჩინურ გემებზე იერიშებს არ მიიტანენ

AP Photo

ჰუსიტების მაღალი თანამდებობის პირმა, მოჰამედ ალ-ბუხაითიმ რუსულ მედიასთან ინტერვიუში პირობა დადო, რომ წითელ ზღვაში რუსულ და ჩინურ გადამზიდ ხომალდებზე იერიშებს არ მიიტანენ

ბუხაითიმ Izvestia-სთან ინტერვიუში თქვა, რომ იემენის ტერიტორიულ წყლებში რუსულ და ჩინურ გემებს გავლა თავისუფლად შეუძლიათ, თუმცა უსაფრთხო გავლას ვერ დაპირდებიან "ზოგიერთი ქვეყნის" ხომალდს, განსაკუთრებით კი ისრაელის. 

"ჩვენ მზად ვართ, რომ უზრუნველვყოთ მათი [რუსეთის და ჩინეთის] გემების თავისუფალი მიმოსვლა, რადგან საერთაშორისო გადაზიდვები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენი ქვეყნისთვის" - თქვა მოჰამედ ალ-ბუხაითიმ.

ჰუსიტების წარმომადგენელმა მოჰამედ ალ-ბუხაითიმ ასევე თქვა, რომ თავდასხმები ისრაელთან რაიმე კავშირში მყოფ ნებისმიერ გემზე კვლავ გაგრძელდება. 

კომენტარები