საქართველო-ირანი

დარჩიაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

 ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი და ილია დარჩიაშვილი
Facebook/ ილია დარჩიაშვილი

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანს შეხვდა.

ოფიციალური ცნობით, მინისტრებმა ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირებზე, ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურებასა და კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პოტენციალზე ისაუბრეს.

ყურადღება გამახვილდა რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარების აუცილებლობაზეც.

კომენტარები