რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოლონელმა მძღოლებმა უკრაინის საზღვართან საპროტესტო ბლოკადა მოხსნეს, რითაც მოძრაობა აღდგა

უკრაინელი სატვირთოს მძღოლები უკრაინა-პოლონეთის საზღვართან არიან გაჩერებულები, პოლონეთი, 19 ნოემბერი, 2023
REUTERS/Yan Dobronosov/File Photo

უკრაინის სასაზღვრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სატვირთო მანქანების პოლონელმა მძღოლებმა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე ყველანაირი ბლოკადა მოხსნეს. შედეგად, 3 გამშვები პუნქტი გაიხსნა, სადაც მოძრაობა პროტესტის გამო ნოემბრის თვიდან დღემდე იყო შეფერხებული.

პოლონეთის ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, პოლონელმა მძღოლებმა პროტესტის 1-ელ მარტამდე შეჩერების გადაწყვეტილება მთავრობასთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ მიიღეს.

პოლონელი მძღოლები უკრაინულ სატვირთოებზე მოხსნილი შეზღუდვების განახლებას ითხოვენ, ვინაიდან, მათი თქმით, ახალი პირობების ფარგლებში პოლონელი მძღოლების ბიზნესი ზარალდება. ამას გარდა, ისინი ითხოვენ აიკრძალოს იმ სატრანსპორტო კომპანიების მანქანების შეშვება, რომლებიც ევროკავშირის გარეთ მუშაობენ.

საბაჟო სამსახურის ინფორმაციით, "ამ დროისთვის, პოლონეთიდან უკრაინაში შესასვლელად 300-მდე სატვირთო ემზადება".

ევროკავშირის შეთანხმების მიხედვით, უკრაინულ სატვირთოებს 2024 წლის 30 ივნისამდე ბლოკის ტერიტორიაზე შესვლისთვის სპეციალური ნებართვა არ სჭირდებათ. ეს შეთანხმება კიევთან 2022 წლის ივნისში გაფორმდა, რათა სატრანსპორტო წესების ლიბერალიზაცია მომხდარიყო.

"სოლიდარობის ხაზები" უკრაინასა და ევროკავშირს შორის 2022 წლის მაისში ამოქმედდა. ეს ევროპული ინიციატივაა, რომლის ფარგლებშიც, მიმდინარე ომის პარალელურად, უკრაინისთვის ევროკავშირთან სავაჭრო გზები ღია იქნება.

კომენტარები