თითქმის შიშველი წვეულება

სავარაუდოდ, "თითქმის შიშველი" წვეულების მასპინძელმა ეკლესიას ყალბი წმინდა ნაწილები შეწირა

მარცხნივ - კლუბ "მუტაბორის" მფლობელი მიხაილ დანილოვი. მარჯვნივ - წამყვანი ნასტა ივლეევა და მომღერალი ფილიპ კირკოროვი, ფოტო "თითქმის შიშველი" წვეულებიდან
Befunky.com

რუსული მედიისა და რამდენიმე ექსპერტის აზრით, "თითქმის შიშველი" წვეულების მასპინძელმა, მიხაილ დანილოვმა ეკლესიას დიდი ალბათობით ყალბი წმინდა ნაწილები შეწირა.

რადიო თავისუფლების რუსული ოფისის ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ წმინდა ნაწილებზე გაცემული სერთიფიკატი ყალბია. დოკუმენტი 2018 წლის 1 აგვისტოთი თარიღდება, ხოლო გამცემი იტალიის პროვინცია პიემონტის ეპისკოპოსი ფრანკო ჩერუტია. როგორც გაირკვა, ჩერუტი რელიქვიების საცავს მართლაც ხელმძღვანელობდა, მაგრამ 2015 წლამდე, შესაბამისად 2018 წელს სასულიერო პირი ვერ გასცემდა სერთიფიკატს. 

ჩერუტის რუს მყიდველებზე კიდევ 4 სერთიფიკატი აქვს გამოწერილი. 


2023 წლის 21 დეკემბრის ღამეს მოსკოვის კლუბ მუტაბორში წამყვანმა ნასტია ივლეევამ წვეულება გამართა, რომელზეც შოუ ბიზნესის რამდენიმე ვარსკვლავი, მათ შორის ფილიპ კირკოროვი, დიმა ბილანი, ქსენია სობჩაკი და ლოლიტა მილიავსკაია ესწრებოდნენ. 

მოგვიანებით ღონისძიებიდან გავრცელებულმა ფოტოებმა საზოგადოების ნაწილში აღშფოთება და გაღიზიანება გამოიწვია, ვინაიდან წვეულებას ზოგიერთი მონაწილე ნაწილობრივ შიშველი ესწრებოდა. რუსულ მედიაში მუტაბორის ამბავს თითქმის შიშველი წვეულება შეარქვეს.

უკმაყოფილება ძალიან მალე გადაიზარდა სკანდალში, რასაც მომღერლების საახალწლო კონცერტებიდან მოხსნა მოყვა. ასევე, კირკოროვი ამოჭრეს TNT-ს საახალწლო ფილმიდან. გარდა ამისა, რეპერი ნიკოლაი ვასილიევი ჯერ "LGBT პროპაგანდის" კანონის საფუძველზე დააკავეს, შემდეგ კი ჯარში გაიწვიესთითქმის შიშველი წვეულების მონაწილეებმა მალევე ვიდეომიმართვები გამოაქვეყნეს, რომლებშიც საზოგადოებას პატიება სთხოვეს.

მუტაბორის პატრონმა, მიხაილ დანილოვმა ღვთისმშობლის ხატის სასწაულის ტაძარს გადასცა წმინდა ნიკოლოზის ნაწილების ფრაგმენტები. ბიზნესმენის თქმით, მან წმინდა ნაწილები ახლო წარსულში ვატიკანისგან შეიძინა და მათ რუსული ეკლესიისთვის შეწირვას ისედაც გეგმავდა. 

10 იანვარს ცნობილი გახდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით კლუბი მუტაბორი 90 დღით დაიხურება. დანილოვის მფლობელობაში კიდევ რამდენიმე დიდი მოსკოვური კლუბია.

კომენტარები