თითქმის შიშველი წვეულება

თითქმის შიშველი წვეულების მასპინძელმა ეკლესიას წმინდა ნაწილები შეწირა, კლუბი მაინც დაიხურა

მარცხნივ - კლუბ "მუტაბორის" მფლობელი მიხაილ დანილოვი. მარჯვნივ - წამყვანი ნასტა ივლეევა და მომღერალი ფილიპ კირკოროვი, ფოტო "თითქმის შიშველი" წვეულებიდან
Befunky.com

21 დეკემბრის ღამეს მოსკოვის კლუბ მუტაბორში წამყვანმა ნასტია ივლეევამ წვეულება გამართა, რომელზეც შოუ ბიზნესის რამდენიმე ვარსკვლავი, მათ შორის ფილიპ კირკოროვი, დიმა ბილანი, ქსენია სობჩაკი და ლოლიტა მილიავსკაია ესწრებოდნენ. 

მოგვიანებით ღონისძიებიდან გავრცელებულმა ფოტოებმა საზოგადოების ნაწილში აღშფოთება და გაღიზიანება გამოიწვია, ვინაიდან წვეულებას ზოგიერთი მონაწილე ნაწილობრივ შიშველი ესწრებოდა. რუსულ მედიაში მუტაბორის ამბავს თითქმის შიშველი წვეულება შეარქვეს.

უკმაყოფილება ძალიან მალე გადაიზარდა სკანდალში, რასაც მომღერლების საახალწლო კონცერტებიდან მოხსნა მოყვა. ასევე, კირკოროვი ამოჭრეს TNT-ს საახალწლო ფილმიდან. გარდა ამისა, რეპერი ნიკოლაი ვასილიევი ჯერ "LGBT პროპაგანდის" კანონის საფუძველზე დააკავეს, შემდეგ კი ჯარში გაიწვიესთითქმის შიშველი წვეულების მონაწილეებმა მალევე ვიდეომიმართვები გამოაქვეყნეს, რომლებშიც საზოგადოებას პატიება სთხოვეს.

მუტაბორის პატრონმა, მიხაილ დანილოვმა ღვთისმშობლის ხატის სასწაულის ტაძარს გადასცა წმინდა ნიკოლოზის ნაწილების ფრაგმენტები. ბიზნესმენის თქმით, მან წმინდა ნაწილები ახლო წარსულში ვატიკანისგან შეიძინა და მათ რუსული ეკლესიისთვის შეწირვას ისედაც გეგმავდა. 

10 იანვარს ცნობილი გახდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით კლუბი მუტაბორი 90 დღით დაიხურება. დანილოვის მფლობელობაში კიდევ რამდენიმე დიდი მოსკოვური კლუბია.

კომენტარები