თითქმის შიშველი წვეულება

რუსი რეპერი, რომელიც მოსკოვში "თითქმის შიშველ" წვეულებაზე იმყოფებოდა, ჯარში გაიწვიეს

NEXTA

რუსი რეპერი ნიკოლაი ვასილევი უკრაინის ფრონტზე საბრძოლველად ჯარში გაიწვიეს. ნიკოლაი ვასილევი მოსკოვში "თითქმის შიშველ" საშობაო წვეულებაზე ერთ-ერთი სტუმარი იყო. წვეულებაზე, რომლის თემა "თითქმის შიშველი" იყო, ნიკოლაი ვასილევს პენისზე მხოლოდ Balenciaga-ს წინდა ეცვა

რუსი რეპერი "არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის წახალისების", ხულიგნობის და პოლიციელის შეურაცხყოფის გამო 15 დღით დააპატიმრეს და ჯარიმის სახით 200 000 რუბლის გადახდა დააკისრეს. შემდეგ ის 9 იანვარს სამხედრო გაწვევის ცენტრში დაიბარეს, თუმცა იქ ვერ მივიდა, რადგან ის ჯერ კიდევ პატიმრობაში იმყოფება. 

რუსული მედიის ცნობით, ნიკოლაი ვასილევს სამედიცინო ჩვენება აქვს, რომელსაც მედია არ აკონკრეტებს, რის გამოც მას ჯარში არ იწვევდნენ. 

წვეულების წევრების და ორგანიზატორების დასჯას რუსი კონსერვატორი პოლიტიკოსები ითხოვდნენ. კრემლის პროპაგანდისტმა ვლადიმირ სოლოვიოვმა წვეულების დამსწრეები მოღალატეებად მოიხსენია. 

კომენტარები