თბილისი-სენაკი-ლესელიძე

თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე მიწის მასა ჩამოიშალა, ნაწილობრივ შეზღუდულია მოძრაობა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე მიწის მასა ჩამოიშალა, რის გამოც ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია.

"ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და გზის წმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს მოძრაობის სრულად აღდგენა". - აღნიშნულია უწყების განცხადებაში. 

კომენტარები