თბილისი-სენაკი-ლესელიძე

თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე მოძრაობა სრულად აღდგენილია – გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი / Facebook

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია.

აქამდე უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ძლიერი წვიმის შედეგად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მიწის მასა ჩამოიშალა, რის გამოც ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა. 

კომენტარები