ევროპარლამენტის არჩევნები

ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი ტეილორ სვიფტს სთხოვს, ახალგაზრდებს ხმის მიცემისკენ მოუწოდოს

ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტის, მარგარიტის სჰინასის აზრით, ევროპარლამენტის 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობისთვის ახალგაზრდა ამომრჩევლების მობილიზების საუკეთესო გზა პოპვარსკვლავის, ტეილორ სვიფტის მხრიდან შესაბამისი მოწოდება იქნება.

"ახალგაზრდების მობილიზება ახალგაზრდებზე უკეთ არავის შეუძლიათ. სწორედ ახალგაზრდებს შეუძლიათ სხვა ახალგაზრდების მობილიზება კომისიის წევრებზე გაცილებით უკეთ. იმედი მაქვს, რომ მისი [ტეილორ სვიფტის] მედიაჯგუფის რომელიმე წევრი ან პრესკონფერენციას ნახავს და მას ჩვენს თხოვნას გადასცემს". - თქვა სჰინასმა.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდებისთვის არჩევნებში მონაწილეობისკენ მოწოდება ტეილორ სვიფტისთვის ახალი არ იქნება. გასული წლის სექტემბერში მუსიკოსმა Instragram-ზე თავის 272 მილიონ გამომწერს რეგისტრაციისკენ და ხმის მიცემისკენ მოუწოდა. Vote.org-ის მონაცემებით, რამდენიმე საათში ვებგვერდზე 35 000 მეტი ადამიანი დარეგისტრირდა, რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით 23%-ით მეტი იყო.

ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტის თქმით, ივნისში ჩანიშნულ ევროპარლამენტის არჩევნებში ახალგაზრდა ევროპელი ამომრჩევლების მონაწილეობა დემოკრატიისთვის "გადამწყვეტი" მნიშვნელობისაა და ის იმედოვნებს, რომ ტეილორ სვიფტი მსგავს ნაბიჯს ევროკავშირისთვისაც გადადგამს.

კომენტარები