ჰუსიტების თავდასხმები წითელ ზღვაში

ბრიტანულმა და ამერიკულმა ძალებმა წითელ ზღვაში ჰუსიტების უდიდესი თავდასხმა გაანეიტრალეს

chanelnewsasia

ბრიტანულმა და ამერიკულმა ძალებმა ერთობლივი ოპერაციით წითელ ზღვაში ჰუსიტების ჯერჯერობით უდიდესი საჰაერო თავდასხმა გაანეიტრალეს. ამის შესახებ ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაფსმა გაავრცელა.

"დიდი ბრიტანეთის და აშშ-ს საზღვაო ძალებმა შეაჩერეს ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების ყველაზე დიდი თავდასხმა" - თქვა გრანტ შაფსმა. 

როგორც ცნობილია, ბრიტანულმა სამხედრო ხომალდმა ჰუსიტების მიერ გაშვებული რამდენიმე დრონი ჩამოაგდეს. იქამდე, ვაშინგტონში დაადასტურეს ცნობა, რომ ბრიტანულმა და ამერიკულმა ძალებმა ერთობლივად სულ 18 დრონი და სამი რაკეტა გაანადგურეს. 

კომენტარები