ფეხბურთი

ოსიმენი ჯუღელს: ამაზრზენი და სამარცხვინო ხარ, ჩემი სახელი აღარ ახსენო

იტალიური ნაპოლის თავდამსხმელი, ვიქტორ ოსიმენი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის ინტერვიუს გამოეხმაურა და მას ამაზრზენი უწოდა.

"ძვირფასო მამუკა ჯუღელო, ამაზრზენი და სამარცხვინო ხარ. შენი მსჯელობის მრცხვენია. იდიოტო. ჩემი სახელი აღარ ახსენო". - წერს ოსიმენი Instagram-ის სთორიში.

მამუკა ჯუღელმა პირველ არხთან ინტერვიუში სხვადასხვა თემაზე საუბრისას ვიქტორ ოსიმენზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ნიგერიელი ფორვარდი ზაფხულში საუდის არაბეთში სათამაშოდ გადავა, კვარაცხელიას კი "განსხვავებული ტვინი" აქვს და საუდის არაბეთში, მილიარდი რომ მისცენ, მაინც არ ითამაშებს.

"გგონიათ, ოსიმენი მთელი ცხოვრება ნეაპოლში ითამაშებს? წინასწარ გეტყვით, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას საუდის არაბეთში წავა. ხვიჩას მილიარდი რომ მისცე, საუდის არაბეთში სათამაშოდ არ გადავა". - თქვა ჯუღელმა პირველ არხთან ინტერვიუში.

კომენტარები