სომხეთი-საქართველო

სომხეთმა საქართველოს გავლით რუსეთში ტვირთების ბორნით გადაზიდვა შეაჩერა

სომხეთის ეკონომიკის მინისტრის, ვაჰან ქერობიანის თქმით, სომხეთმა საქართველოს გავლით რუსეთში ტვირთების ბორნით გადაზიდვა შეაჩერა.

მინისტრის თქმით, საბორნე გადასასვლელმა, რომელიც საქართველოს გავლით სომხეთსა და რუსეთს შორის ტვირთების ტრანსპორტირებისთვის ზემო ლარსის სახმელეთო გზის ალტერნატივა უნდა ყოფილიყო, რამდენიმე თვე იმუშავა, თუმცა,  ექსპორტიორებსა და იმპორტიორებში საკმარისი ინტერესი ვერ გამოიწვია. შედეგად სომხეთმა პარტნიორებთან ერთად პროგრამის შეჩერება გადაწყვიტა.

ქერობიანის თქმით, რუსეთი სომხეთის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება, თუმცა, მისი წილი შედარებით შემცირდა. მისი ცნობით, სიაში მოდევნო ადგილებს არაბთა გაერთიანებული საამიროები, ჩინეთი, საქართველო და აშშ იკავებენ. 

ამასთან, სომხეთის ეკონომიკის მინისტრის თქმით, ერევანი ექსპორტის დივერსიფიკაციაზე მუშაობს.

სომხურმა მედიამ, საზღვაო გზით ტვირთების გადაზიდვისა და ბათუმი-ნოვოროსიისკი-ბათუმის მიმართულების გამოყენების დაწყების შესახებ ცნობა გასული წლის მაისში გაავრცელა.

კომენტარები