ბელარუსი

ლუკაშენკომ ცხოვრების ბოლომდე სისხლისსამართლებრივი დევნის წინააღმდეგ იმუნიტეტი მიინიჭა

ალექსანდრ ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერა ახალ კანონმდებლობას, რომელიც მას ცხოვრების ბოლომდე სისხლისსამართლებრივი დევნის წინააღმდეგ იმუნიტეტს აძლევს, ხოლო ქვეყნიდან გაქცეულ და უცხოეთში მცხოვრებ ოპოზიციის ლიდერებს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას უზღუდავს.

მიღებული კანონმდებლობა ნებისმიერ ყოფილ პრეზიდენტსა და მის ოჯახის წევრებს ეხება, თუმცა, უპირველეს ყოვლისა ეს ლუკაშენკოს შეეხება, რომელიც ბელარუსს უკვე თითქმის 30 წელია მართავს.

კანონმდებლობით, პრეზიდენტობის კანდიდატურის წარსადგენად ახალი შეზღუდვები წესდება, რომლის მიხედვითაც ბოლო წლებში ქვეყნიდან გაქცეულ ოპოზიციის ლიდერებს არჩევნებში მონაწილეობა ეზღუდებათ. პრეზიდენტობაზე კენჭისყრა მხოლოდ იმ მოქალაქეებს შეეძლებათ, რომლებიც ბელარუსში, სულ მცირე, 20 წელია ცხოვრობენ და სხვა ქვეყანაში ცხოვრების უფლება არასდროს ჰქონიათ. 

კომენტარები