ირანში, ყასემ სოლეიმანის საფლავზე მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS) აიღო. აფეთქებას 103 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ISIS-მა ტელეგრამის არხებში აფეთქების ორი ორგანიზატორი დაასახელა. მათ ე.წ. კამიკაძე-ქამრები ეკეთათ.
ქალაქ ქერმანში, ყუდსის ძალების მეთაურის, ყასემ სოლეიმანის სიკვდილის მე-4 წლისთავის სამგლოვიარო მსვლელობის დროს 2 აფეთქება მოხდა. IRNA-ს ცნობით, პირველი აფეთქება სოლეიმანის საფლავიდან 700 მეტრის დაშორებით მოხდა, მეორე კი 1 კილომეტრის რადიუსზე.
ირანის უმაღლესი ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ აფეთქებებს "ტერორისტული თავდასხმა" უწოდა, რომელსაც "სასტიკი პასუხი" გაეცემა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობები ტერორისტებმა დისტანციურად ააფეთქეს.
ყასემ სოლეიმანი აშშ-ს საჰაერო იერიშის შედეგად 2020 წელს მოკლეს.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



