ბოლო ინფორმაციით, ირანში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 73 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 170 დაშავდა.
ქალაქ ქერმანში, ყუდსის ძალების მეთაურის, ყასემ სოლეიმანის სიკვდილის მე-4 წლისთავის სამგლოვიარო მსვლელობის დროს 2 აფეთქება მოხდა. IRNA-ს ცნობით, პირველი აფეთქება სოლეიმანის საფლავიდან 700 მეტრის დაშორებით მოხდა, მეორე კი 1 კილომეტრის რადიუსზე.
ირანული სამთავრობო მედიას ადგილობრივმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ "ჯერჯერობით უცნობია, რა იყო აფეთქების მიზეზი - ბუნებრივი აირი თუ ტერორისტული თავდასხმა".
ყასემ სოლეიმანი აშშ-ს საჰაერო იერიშის შედეგად 2020 წელს მოკლეს.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



