ავტოსაგზაო შემთხვევა

გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვები

Qartli.ge

გორში ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. დაშავებულია 8 ადამიანი - ავტომობილების მძღოლები და რამდენიმე ქვეითი, მათ შორის ბავშვები. 

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებულებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. მუხლი გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები