იაპონია

ტოკიოს აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა

Reuters

ტოკიოს ჰანედას აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე ავიაკომპანია Japan Airline-ის სამგზავრო თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

თვითმფრინავს ცეცხლი დაშვების შემდეგ გაუჩნდა, რის შემდეგად ის ასაფრენი ბილიკის ნაწილსაც მოედო.

Reuters-ის ინფორმაციით, ბორტზე მყოფი 379 ადამიანის, მათ შორის, მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების, ევაკუაცია უკვე განხორციელდა.

ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზად Japan Airline-ის თვითმფრინავის იაპონიის სანაპირო დაცვის თვითმფრინავთან შეჯახება სახელდება. იაპონიის სანაპირო დაცვის თქმით, მათი თვითმფრინავი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ნოტოს ნახევარკუნძულისათვის დახმარების მისაწოდებლად მიფრინავდა.

იაპონური მედია იუწყება, რომ სანაპირო დაცვის თვითმფრინავში მყოფი ერთი ადამიანი გადარჩა, დანარჩენი ხუთი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

მომხდარზე გამოძიება გრძელდება.

კომენტარები