იაპონია

სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა იაპონიაში მიწისძვრას

Kyodo/Reuters

მიწისძვრას იაპონიაში იშიკავას პრეფექტურაში სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა

ოფიციალური ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად მძიმედ დაშავდა ორი ადამიანი.

1-ელ იანვარს ცენტრალურ იაპონიაში 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრამ იაპონიის ზღვის სანაპიროებზე დაახლოებით 1 მეტრის სიმაღლის ტალღები გამოიწვია. იაპონიის პრემიერმინისტრი, ფუმიო კიშიდა ცუნამის რისკის ქვეშ არსებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდებდა.

ამ ეტაპზე ცუნამის დიდი ტალღების გაფრთხილება დასავლეთ სანაპიროზე გაუქმებულია, ძალაში რჩება ცუნამის გამაფრთხილებელი რეკომენდაციები 1 მეტრამდე ტალღებისთვის.

კომენტარები