ივანიშვილი სამალავიდან გამოვიდა კრიზისის გამო და დამარცხების შიშმა აიძულა ის, რომ დაბრუნებულიყო. ეს კარგია, მეტი სიცხადე იქნება საზოგადოებაში იმასთან დაკავშირებით, ვინ არის პასუხისმგებელი და ვინ მართავს სინამდვილეში პროცესებს. ივანიშვილის დაბრუნება საჯაროდ, თორემ ყოველთვის იყო ის პოლიტიკაში და ყოველთვის მართავდა პროცესებს, არის მთავარი გზავნილი მოსკოვისთვის, რომ მიუხედავად კანდიდატის სტატუსის მიღებისა და ქართველი ხალხის ევროპისკენ სვლის, მოსკოვის ინტერესს აქ არ დაემუქრება საფრთხე იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს სიტუაციას.
tbl.ge/6nj2
დაკოპირდა

თქვა ლელოს წევრმა ანა ნაცვლიშვილმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით.
დღეს, 30 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების მე-7 ყრილობაზე პარტიის ე.წ. საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს.
ამავე თემაზე
- მისი ქონება $6.34 მლრდ-ზე ნაკლებია – Bloomberg განმარტავს, რატომ ამოიღეს ივანიშვილი სიიდან
- დეკანოიძე: ივანიშვილმა დაითხოვა კომპანიები, რომლებიც მას აშშ-სთან დალაგებას ჰპირდებოდნენ
- ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება
- კალაძე ოპოზიციას: ივანიშვილზე ნუ ინერვიულებთ, ჩვენ არ ვნერვიულობთ
- Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში ივანიშვილის ქონება $2.7 მილიარდამდე შემცირდა