უკრაინა

უკრაინა: შავ ზღვაში პანამის დროშის ქვეშ მცურავი სამოქალაქო გემი რუსულ ნაღმზე აფეთქდა

უკრაინის სასაზღვრო სამსახური 

შავ ზღვაში რუსეთის ნაღმზე პანამის დროშის ქვეშ მცურავი სამოქალაქო გემი აფეთქდა. შემთხვევის შედეგად ორი მეზღვაური დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, მარცვლეულით დატვირთული გემი დუნაის ერთ-ერთი პორტისკენ მიემართებოდა, რა დროსაც რუსულ ნაღმს შეეჯახა, კონტროლი დაკარგა და გემბანზე ხანძარი გაჩნდა. 

უკრაინის სანაპირო დაცვამ და სამაშველო სამსახურმა ბორტის წევრებს და ერთ-ერთ მეზღვაურს დახმარება ადგილზევე გაუწიეს, ხოლო მეორე მეზღვაური უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარები