პუტინის რუსეთი

უკრაინაში დაჭრილ რუს ჯარისკაცს კომპენსაციის ნაცვლად სტაფილო და ხახვი გადასცეს

Lenta

უკრაინის ფრონტზე დაჭრილ რუს ჯარისკაცს ფულადი კომპენსაციის ნაცვლად ორი სათლი სტაფილო და ერთი შეკვრა ხახვი აჩუქეს. ინფორმაციას რუსული მედიები სამხედროს ცოლის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებენ.

შემთხვევა ვოლგოგრადის ოლქში მოხდა. 45 წლის რუსი ჯარისკაცი ოლეგ რ. 2022 წლის სექტემბერში უკრაინის ფრონტზე წაიყვანეს, ის ივნისში რაბოტინოსთან დაიჭრა.

მებრძოლის ცოლის თქმით კაცს მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ დაშავებულ მუხლის სახსარზე არ უმკურნალეს და მის ფრონტზე ხელმეორედ გაგზავნას ეცადნენ.

ქალის აზრით მედიკოსები განზრახ არ აკეთებენ სახსრის ოპერაციას, ვინაიდან ამ შემთხვევაში მისი ქმარი სამხედრო სამსახურისთვის უვარგისის სტატუსს, 3 მილიონი რუბლის ოდენობის კომპენსაციას და გაზრდილ პენსიას მიიღებს.

კომენტარები