ელჩების კონფერენცია

დარჩიაშვილის თქმით, ელჩების კონფერენციის ფორმატი პრეზიდენტის დასწრებას არ ითვალისწინებდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის თქმით, წლევანდელი ელჩების კონფერენცია საქართველოს მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ქმედებებს მიეძღვნა და შესაბამისად, აღნიშნული ფორმატი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დასწრებას არ ითვალისწინებდა.

"რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის მოწვევას, შარშან საქართველოს პრეზიდენტი იყო მოწვეული, სამწუხაროდ, მისი გადაწყვეტილებით, მან არ მიიღო მონაწილეობა ელჩების კონფერენციაში. თუმცა, დღევანდელ კონფერენციას, როგორც გითხარით, ფორმატი ჰქონდა შემდეგი - იმის გათვალისწინებთ, რომ მთელი წლის განმავლობაში, საქართველოს აღმასრულებელი და საპარლამენტო განზომილება, რომელიც ორი მთავარი ხელისუფლების შტოა, მუშაობდა ამ კონკრეტული შედეგის მისაღწევად, სწორედ ამ ლოგიკით იყო ეს ფორმატი აწყობილი". - თქვა ჟურნალისტებთან საუბრისას დარჩიაშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილს ელჩების კონფერენციაზე დასასწრებად მოწვევა არ მიუღია.

კომენტარები