საწუხაროდ, საქართველო არის ოკუპირებული ქვეყანა და რაც ხდება ოკუპაციის ხაზს მიღმა, ეს არის პასუხიმგებლობა იმ ძალის, რომელიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს ადგილზე. შესაბამისად, ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხდება ოკუპაციის მიღმა, არის ჩვენი კონტროლის გარეთ და ჩვენ აქ, სამწუხაროდ, არანაირი ბერკეტი არ გვაქვს. ჩვენი მთავარი ბერკეტი არის ის, რომ აქტიურად ვიმუშაოთ საერთაშორისო პარტნიორებთან, მეგობრებთან, მათი ძლიერი მხარდაჭერა გვქონდეს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები
დარჩიაშვილი: ნებისმიერი ქმედება, რომელიც ოკუპაციის მიღმა ხდება, ჩვენი კონტროლის გარეთაა
tbl.ge/6ncu
დაკოპირდა

თქვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშილმა მთავრობის ბრიფინგზე ხავიერ კოლომინას ინტერვიუსთან დაკავშირებით, სადაც სამხრეთ კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის მიერ ოჩამჩირეში დაანონსებული სამხედრო ბაზიდან ნატოს თავს დაესხმებიან, ალიანსი იმოქმედებს.
ილია დარჩიაშვილირუსეთისაქართველოს ოკუპირებული რეგიონებისაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები
ამავე თემაზე
- სუს: ოკუპანტებმა საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს, 2 მათგანი უკანონო პატიმრობაში რჩება
- რუსი ოკუპანტების მეირ 16 თებერვალს დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია - სუს
- ოკუპირებული ახალგორის ტყის მონაკვეთზე ხანძარია
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს 20 სასკოლო ავტობუსი გადასცა
- ე.წ. სამხრეთ ოსეთში, საბიუჯეტო სფეროში მომუშავეებს იანვრის ხელფასს უგვიანებენ