პუტინის რუსეთი

3-კვირიანი გაუჩინარების შემდეგ ალექსეი ნავალნი სხვა კოლონიაში იპოვეს

ალექსეი ნავალნის პრესმდივნის, კირა იარმიშის თქმით, რუსი ოპოზიციონერი იამალო-ნენეცკის ავტონომიური ოლქის კოლონიაში იპოვეს. მასთან კავშირი 3 კვირის განმავლობაში იყო დაკარგული.

"იქ ძალიან მძიმე პირობებია, მუდმივად ყინავს. რთულია მისასვლელად და იქ მოქმედებს წერილების გაგზავნის სისტემა". – ამბობს ნავალნის ორგანიზაციის წევრი ივან ჟდანოვი.

ნავალნი 6 დეკემბერს გაუჩინარდა. ადვოკატები, თანამებრძოლები და ოჯახის წევრები მას 3 კვირის განმავლობაში ეძებდნენ. 

8 დეკემბერს გაიმართა სასამართლო, რომელსაც ნავალნი ვირტუალურად უნდა დასწრებოდა. ვიდეოკავშირის არ ქონა ბადრაგმა კოლონიაში მომხდარ ავარიას დააბრალეს, რომლის შედეგადაც ელექტროენერგია გაითიშა.

11 დეკემბერს ოპოზიციონერი არ გამოჩნდა კიდევ ერთ სასამართლოზე. იმავე დღეს ადვოკატებს უთხრეს, რომ ნავალნი მე-6 კოლონიაში "აღარ იმყოფება".

19 დეკემბერს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა რუსეთისგან ალექსეი ნავალნის ადგილსამყოფელის გამხელა მოითხოვა.

კომენტარები