საფრანგეთი

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადისთვის პოლიციამ ბოშებისა და მიგრანტების გამოსახლება დაიწყო

REUTERS/Layli Foroudi 

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადისთვის პარიზის პოლიციამ შენობებში შესახლებული მიგრანტების და ბოშების ოჯახების გამოსახლება დაიწყო. გამოსახლებების პროცესი პარიზის ჩრდილოეთში, სან-სენტ-დენის გარეუბნიდან დაიწყო, სადაც ასობით მიგრანტი თუ ბოშა უსახლკაროდ დარჩა. 

პარიზში მსგავს გარეუბნებში აქამდე მიტოვებული შენობების რესტავრაციის და გარემონტების სამუშაოები სპეციალურად ოლიმპიადისთვის იწყება. ოლიმპიური სოფელიც სწორედ პარიზის ჩრდილოეთში, სან-სენტ-დენის გარეუბანში მოეწყობა, რომელიც საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ოლქია. 

სან-სენტ-დენის პრეფექტურამ Reuters-ის ჟურნალისტს უთხრა, რომ საცხოვრებლების აღება და ხალხის გამოსახლება მოახლოებულ ოლიმპიადას არ უკავშირდება და ეს სამართლებრივი პროცესის გაგრძელებაა. Reuters-ის ცნობით, 2023 წელს ამ ოლქში 60 სახლი დახურეს, თუმცა უფლებათა დამცველი ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ რეალური რიცხვი გაცილებით მაღალია და ამ ინფორმაციის პრეფექტურისგან მიღება რთულია. 

კომენტარები