თავდასხმა პრაღაში

პრაღის უნივერსიტეტში სროლას 10 ადამიანი ემსხვერპლა, თავდამსხმელი განეიტრალებულია

ჩეხეთის დედაქალაქის, პრაღის ცენტრალურ ნაწილში მდებარე კარლის უნივერსიტეტში სროლას 10 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც. ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ადასტურებს.

პოლიციის თქმით, თავდასხმა ხელოვნების ფაკულტეტის შენობაში მოხდა. 

პოლიციამ თავდამსხმელი გაანეიტრალა. ჩეხეთის სამაშველო-საძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულია დაახლოებით 30 ადამიანი, მათ შორის 9 სერიოზულად არის დაზიანებული. 

"ადგილზე რამდენიმე გარდაცვლილი და ათობით დაშავებულია". – წერს ჩეხეთის პოლიცია X-ზე (ყოფილი Twitter-ი). 

პოლიციამ ასევე უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა და მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა. გარდა ამისა, მათ ფილოსოფიის ფაკულტეტის ევაკუაცია ჩაატარეს.

"მთლიანი შენობა უკვე ევაკუირებულია და პიროტექნიკური გამოძიება მიმდინარეობს". – წერს პოლიცია X-ზე (ყოფილი Twitter-ი).

კომენტარები